საჰაერო გადაზიდვები

დღევანდელ დღეს შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ჩვენი ცხოვრება იმ სარგებელის გარეშე, რომელსაც საჰაერო სატვირთო ინდუსტრია გვაძლევს.

1903 წლის 17 დეკემბერს კაცობრიობამ ავია ინდუსტრიის განვითარებაში უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა. ძალიან მოკრძალებული მოცულობებიდან საჰაერო სატვირთო ინდუსტრია დღეს 46 მილიარდ დოლარიან ბრუნვაზე ავიდა, ტვირთის გადაზიდვის 40 პროცენტი უზრუნველყოფილია სამოქალაქო თვითმფრინავით.


საჰაერო ტვირთის სიჩქარე და საიმედოობა მომხმარებელს აძლევს არჩევანის არნახულ თავისუფლებას, ბიზნესის წარმატებას, ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების ზრდას. თავდაპირველად, თვითმპრინავებს მხოლოდ ტვირთი გადაჰქონდათ. პირველი ამერიკული ტვირთმზიდი, რომელმაც ტრანსკონტინენტური მარშრუტები შეიმუშავა, იყო American Airlines 1942 წელს და იყენებდა DC-3 სატვირთო თვითმფრინავებს.

DC-3– ის წარმატებულმა გადაზიდვამ აშშ-ს უძველესი მომხმარებლის, აშშ -ს არმიის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მოგვიანებით American Airlines-ს DC-2 / DC-3 ჰიბრიდის – C-39-ის შექმნა დაავალა. ეს იყო სამხედროების პირველი სერიოზული მცდელობა საჰაერო მოგზაურობის დამყარებისა.

1957 წელს Lufthansa DC-3– მა განახორციელა პირველი სატვირთო ფრენა გერმანიიდან ნიუ – იორკის მიმართუებით. 1972 წელს Boeing 747 – ს ბაზარზე შესვლისთანავე, საერთაშორისო კონტინენტური საჰაერო ტვირთის ინდუსტრიამ მიიღო მანქანა, რომელმაც საფუძველი დაუდო საერთაშორისო ვაჭრობას.


ამ თვითმფრინავმა დააკმაყოფილა მომხმარებელის მოთხოვნილებები მასობრივი საჰაერო მოგზაურობისას და დიდი წვლილი შეიტანა სატვირთო ბიზნესის განვითარებაში. საქართველო, როგორც მაღალი სატრანზიტო სტატუსის მქონე ქვეყნის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ავიაცია, რომელლმაც დამოუკიდებლად ფუნქციონირება 1993 წლიდან დაიწყო, 1994 წელს საქართველო გახდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი.



ალაგი - სანდო და უცვლელი პარტნიორი

ჩვენს პროფესიონალიზმს და საიმედოობას ნდობას უცხადებენ, როგორც ბაზრის ლიდერები, ასევე, მცირე და ახალგაზრდა კომპანიები.

უფასო კონსულტაცია კითხვა-პასუხი